Tuesday, May 3, 2011

პ რ ო ე ქ ტ ი
მთავარი თემა: ტრიგონომეტრული თანაფარდობები სამკუთხედში და მათი პრაქტიკული გამოყენება სინუსების თეორემის საფუძველზე.
პრობლემა: ჩვენთვის მიუწვდომელი მანძილების გაზომვა
პრობლემის აქტუალობა და არსებული სიტუაციების ანალიზი:
ცხოვრებაში ბევრჯერ გვიძნდება იმის სურვილი, რომ განვსაზღვროთ ორ დაშორებულ პუნქტს შორის მანძილი, რომელთა შორის არ ხერხდება უშუალოდ მანძილების გაზომვა.ეს შიძლებაიყოს მაღალი ხეებისა , თუ მრავალსართულიანი შენობების სიმაღლეების გაზომვა, მანძილი ჩვენი სახლიდან მთის მწვერვალამდე, მანძილის განსაზღვრა სხვადასხვა ციურ ობიექტამდე და სხვა. ყველაფერი ეს დამყარებულია არცტუისე ძნელ მათემატიკურ გათვლებზე, რომლის პრაქტიკული გამოყენება ბევრს შეიძლება არ მოსდის აზრად.
მათემატიკური თეორიების ცოდნა ადამიანს ძალიან ეხმარება ცხოვრებაში მრავალი პრაქტიკული ამოცანის ამოხსნაში, ამიტომაც გადავწყვიტეთ , X კლასის მოსწავლეებთან ერთად თეოტიულად ნასწავლი სინუსების თეორემა გამოგვეყენებინა პრაქტიკაში.
სინუსების თეორემა მდგომარეობას შემდეგში:სინუსების თეორემა — ტრიგონომეტრიის თეორემა, რომელიც ადგენს თანაფარდობას ნებისმიერი სამკუთხედის a, b, c, გვერდებსა და მათი მოპირდაპირე α, β და γ კუთხეების სინუსებს შორის
სამკუთხედის გვერდები ამ გვერდების მოპირდაპირე კუთხეების სინუსების პროპორციულია: a/sin⁡a = b/( sin⁡b )=c/sin⁡c
C
A B
პროექტის მიზანი:
X კლასის მოსწავლეებს ვასწავლოთ სინუსების თეორმა და მისი პრაქტიკული გამოყენება.
სკოლის მოსწავლეთა ცოდნისა და მომზადების დონე ავამაღლოთ მათემატიკაში.
თეორიული სასკოლო კურსი პრაქტიკული ელემენტებით გავამდიდროთ
გავაუმჯობესოთ მათემატიკის გაკვეთილის დაინფორმაციო და ვიზუალური მახასიათებლები.
მოსწავლეთა ფართო მასები დავაინტერესოთ მათემატიკითა და აქტიურად ჩავაბათ საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
მოსწავლეებს გამოვუმუშავოთ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები, კომუნიკაბელობისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევები.

პრაქტიკული ამოცანები:
* მოსწავლეთათვის თეორიული მასალების მიწოდება და გამოწვევა, ანუ დაინტერესება პრაქტიკული ამოცანების ამოხსნით.
* პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისათვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა
* სჭირო რესურსებით აღჭურვა და გამოყენება.
* მიღებული მასალების კლასში შეჯამება.
* მონიტორინგი და შეფასება.

ამოცანა1. (საქმიანობა)
მასწავლებელი ხსნის თეორიულ მასალას, ანუ სინუსების თეორემას.
კლასი იყოფა 3 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს ეძლევა თავისი ამოცანა.
განსაზღვრონ მანძილი სკოლის ეზოში რაიმე წერტილიდან იალნოს მთის მწვერვალამდე.
განსაზღვრონ სკოლის ეზოში ყველაზე მაღალი ხის სიმაღლე.
გაიგონ, რა სიმაღლისაა სოფლის ცენტრში „წმინდა გიორგის ‘’ ეკლესია.

ამოცანა 2. (საქმიანობა)
მოსწავლეები იმარაგებენ ყველა საჭირო რესურსს კუთხეებისა დამანძილების გასაზომად.

ამოცანა 3. (საქმიანობა)
მიღებული მასალების გაანალიზება და ჯგუფებში, გათვლების ჩატარება და დასკვნების გაკეთება.
პრეზენტაციის ჩატარება.



მოსალოდნელი შედეგები:
თვისობრივად 
რაოდენობრივად
·         გაკვეთილის საინფორმაციო და
 ვიზუალური დონის ამაღლება.
აკადემიური მოსწრების გაზრდა , მაღალ აკადემიური შეფასება.ჯკჰგგფიფფფფფფფფ*

·         მასალის ახსნისა და მოსწავლის
·         მიერ გაკვეთილების აღქმის
გაიოლება
ოლიმპიადებსა და კონფერენციებზე
გაზრდილი აქტივბა და შედეგები

·         მოსწავლეთა უფრო მეტად
დაინტერესება მათმატიკით.

უფრო მეტი მასწავლებელი შეეცდება, შეარძიოს თემები ბუნების წიაღში გაკვეტილების ძასატარებლად
·         მასწავლებლებში მოტივაციის
          ზრდა:ფართოდ დანერგონ
          თეორიული ამოცანები პრაქტიკაში






მონიტორინგი:
პროექტის ხელმძღვანელი, ანუ საგნის მასწავლებელი წინასწარ დირექციას განუცხადებს პროექტის განხორციელებლი შესახებ, რათა ნებისმიერ მსურველს შეეძლოს, დაესწროს გაკვეთილის მსვლელობას.
მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას მსმენელებისა და დამსწრე
საზოგადოების წინაშე ნაბიჯ–ნაბიჯ.
პროექტის დასრულების შემდეგ კეთდება საბოლოო ანგარიში, ხდება
ჩატარებული სამუშაოს, ანუ შესრულებული პრაქტიკულიუ ამოცანების გაანალიზება მათემატიკის წრის წევრების წინაშე, შდეგები გამოიფინება სკოლის კედლის გაზეთში.

შეფასება
შეფასება მოხდება ძირითადი კრიტერიუმებით:
რამდენად კარგად იქნა თეორიული მასალის ათვისება და პრაქტიკული გამოყენება.
რამდენად ორგანიზებულად იმუშავა ცალკეულმა ჯგუფმა .
რამდენად სწორად განისაზღვრა პროექტის შესრულების დრო.
რამდენად გამართლდა პროექტის მიზნები, ანუ მოსალოდნელი შედეგები.
მოსწავლეები ჯგუფებში „ჯექსოუს“მეთოდით აანალიზებენ თავიანთ ამოცანებსა და შემდეგ წარუდგენენ კლასსა და მასწავლებელს.
პროექტის ამსახველ სურათებს გამოფენენ სკოლაში, ან კლასში.

No comments:

Post a Comment